რა სიხშირით უნდა გარეცხონ ქალბატონებმა ბიუსჰალტერი?
რა სიხშირით უნდა გარეცხონ ქალბატონებმა ბიუსჰალტერი? -ამ სახელწოდებით პოსტს სოციალურ ქსელში ექიმი, ზაზა თელია აქვეყნებს:
"რა სიხშირით უნდა გარეცხონ ქალბატონებმა ბიუსჰალტერი?
2-3 ჩაცმის შემდეგ.იმისათვის რომ მან არ დაკარგოს და შეინარჩუნოს ფორმა გარეცხვისას გაითვალისწინეთ:
1. გარეცხეთ შეკრულ მდგომარეობაში;
2. სარეცხი მანქანა ჩართეთ ყველაზე რბილ (gentle) რეცხვაზე, ცივი წყლის ტემპერატურაზე;
3. გაშრობისას დადეთ ბიუსჰალტერი პირსახოცზე, დარწმუნდით რომ ისე დევს როგორც მისი ნატურალური პოზიციაა;
4. თავიდან აიცილეთ მისი გაშრობა თმის საშრობით. სიცხეს და ვიბრაციას შეუძლია დააზიანოს ქსოვილი და შეამციროს მისი წელვადი თვისებები;
5. გაშრობის შემდეგ ასევე შეინახეთ ნატურალურ პოზიციაში. დახვევა, დაკეცვა პერმანენტულად შეცვლის მის ფორმებს - Avoid rolling or twisting (putting one cup inside the other)"- წერს მედიკოსი ფეისბუქზე.