ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა. 26 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.3011 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3043 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.32 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 4.0032 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 4.0147 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.15 თეთრი შეადგინა.
უცვლელი დარჩა თურქული ლირა, რომელიც 0.4473 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 4.5053 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 27 იანვრიდან შევა ძალაში.
წყარო:pia.ge