თეგებით ძიება

ბაზრობები, შესაძლოა, 15 თებერვლამდე გაიხსნას

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ბაზრობები, შესაძლოა, 15 თებერვლამდე გაიხსნას.

„არ გამოვრიცხავთ, რომ ერთი კვირის თავზე, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების ტენდენცია გაგრძელდება სტაბილურად, მივიღოთ ბაზრობებისთვის უფრო ოპტიმისტური გადაწყვეტილება და მათი გახსნის თარიღმა, დასახელებული 15 თებერვლის ნაცვლად, გადმოიწიოს უფრო ახლოს, მაგრამ დღეს, ჯერჯერობით, ამას დარწმუნებით, ვერ ვიტყვით,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

თურნავას განმარტებით, ბაზრობების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განიხილეს და სექტორის წარმომადგენლებს აუხსნეს ის მეთოდოლოგია, რომლის საფუძველზეც მთლიანად გუნდი, ეპიდემიოლოგებთან ერთად აფასებს ვითარებას და იღებს გადაწყვეტილებას.

„ჩვენ ერთი კვირის შემდეგ დავუბრუნდებით საკითხის განხილვას, ასე რომ, მათთვის პერსპექტივა არის საკმაოდ კეთილსაიმედო, თუ, რა თქმა უნდა, ამ მომდევნო დღეებში არ მოხდა ეპიდემიოლოგიური ვითარების მკვეთრი გაუარესება,“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა