ლარი გაუფასურდა
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა. 29 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.3026 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2995 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.31 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 4.0037 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.9973 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.64 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.4504 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 4.5196 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 30 იანვრიდან შევა ძალაში.
წყარო:pia.ge