თეგებით ძიება

მთავრობის ადმინისტრაციასთან ბიზნესების წარმომადგენლები რეგულაციების მოხსნის მოთხოვნით აქციას მართავენ

"ქვეყანა უნდა გაიხსნას" - რესოტრატორების, სხვადასხვა ბიზნესისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ.

“რესტორატორთა ასოციაციის” ხელმძღვანელის, შოთა ბურჯანაძის განცხადებით, დღეისთვის ბოიკოტს კვების 206 ობიექტი აცხადებს და ამგვარად ცდილობენ, რომ ხელისუფლებას მიაწვდინონ ხმა, რადგან თუ სარესტორნო სფერო არ გაიხსნება, მისი ლიკვიდაცია მოხდება.

"ჩვენ ვიცავთ ყველა რეგულაციას, ვართ ძალიან უსაფრთხოები, ყველანაირი რეგულაციის დაცვით ვმუშაობთ ამიტომ მოგვეცეს მუშაობის უფლება რომ შევინარჩუნოთ ხალიხ და ისედაც ჩამოშლილი ეკონომიკა არ დაგვეფშვნას თავზე", - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

აქციაზე ასევე იმყოფებიან ოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა