თეგებით ძიება

ლევან იოსელიანი: „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო სწორი გადაწყვეტილება და სივრცე დატოვა ოპოზიციასთან მოლაპარაკებისთვის

„ქართულმა ოცნებამ“ მიიღო სწორი გადაწყვეტილება და სივრცე დატოვა ოპოზიციასთან მოლაპარაკებისთვის. ჩვენ აქამდეც ვამბობდით, რომ ოპოზიციისთვის მანდატების შეჩერება იქნებოდა ცუდი გამოსავალი და პოლიტიკური პროცესი ჩიხში შევიდოდა, - ამის შესახებ „ტვ.პირველის“ ეთერში „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

„სწორი გადაწყვეტილება იყო, რაც მიიღეს და მგონია, რომ ოპოზიციამ უნდა განაგრძოს მოლაპარაკებები და საბოლოოდ დაასრულოს ისე, როგორც დავასრულეთ ჩვენ. უნდა მოილაპარაკონ და შემოვიდნენ პარლამენტში, დღეს ეს ქვეყნისთვის საუკეთესო გამოსავალია. იმედია, ამას აცნობირებენ და ყველა შემოვა პარლამენტში“, - აღნიშნა იოსელიანმა.

მისი თქმით, თავის დროზე „მოქალაქეები“ ოპოზიციას იმიტომ გაემიჯნა, რომ პროცესი ჩიხში იყო შესული. „ჩვენ თავის დროზე რა პროცესიც დავინახეთ შიგნით, ოპოზიციაში, ამის შესახებ დავიწყეთ საუბარი. ჩვენ გავემიჯნეთ ამ პროცესებს და ცალკე ნაბიჯებით დავიწყეთ სიარული. მივიყვანეთ მოლაპარაკებები ბოლომდე, იმ პირობებით, რაც მთლიანი ოპოზიციისთვის იყო მისაღები. გავაფორმეთ შეთანხმება და ჩვენი მიზანია მისი იმპლემენტაცია შევძლოთ პარლამენტში“, - განაცხადა იოსელიანმა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის მანდატების გაუქმებისგან თავს იკავებს. პარლამენტი საკითხს პლენარულ სხდომაზე დღეს განიხილავს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა