ლარი გაუფასურებას განაგრძობს
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა. 3 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.3140 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3072 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.68 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.9834 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.9805 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.29 თეთრი შეადგინა. გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.4630 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 4.5203 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 4 თებერვლიდან შევა ძალაში.
წყარო:pia.ge