თეგებით ძიება

შაბათს მოძრაობა „სირცხვილიას“ აქცია მაინც გაიმართება

შაბათს, 6 თებერვალს პარლამენტთან დაანონსებული აქცია მაინც გაიმართება. ამის შესახებ სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია“ აცხადებს.

„საზოგადოების პროტესტმა შედეგი გამოიღო. საპროტესტო აქციების დააანონსებამდე მთავრობა კატეგორიულ უარს ამბობდა შეზღუდვების მოხსნაზე. სამოქალაქო ჯგუფებისა და ბიზნესის ერთიანი პროტესტის შედეგად 8 თებერვილდან აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა და სკოლების მუშაობა.

15 თებერვლიდან მხოლოდ ნაწილობრივ გაიხსნება კვების ობიექტები. ბიზნესის სხვადასხვა სექტორი კვლავ გაჩერებულია. კომენდანტის საათი ძალაში რჩება; კრიზისის მართვის გეგმა ისევ არ არსებობს.

ამიტომ, საზოგადოების პროტესტი გრძელდება! ვითხოვთ კომენდანტის საათის გაუქმებას! ვითხოვთ გაუმართლებელი რეგულაციების მოხსნას და კრიზისის მართვის გეგმას! ვიკრიბებით 6 თებერვალს, 20:00 საათზე, პარლამენტის წინ!“, – ნათქვამია განახლებულ ინფორმაციაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა