ესენი გვესაუბრებიან ჩვენ რუსეთუმობაზე? წაიკითხეთ, გამოგადგებათ - ირაკლი ლატარია
ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში წერს:
"ესენი გვესაუბრებიან ჩვენ რუსეთის გზაზე და რუსეთუმობაზე? წაიკითხეთ, გამოგადგებათ!!!
ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ჩვენ ევროკავშირთან გვაქვს უვიზო მიმოსვლა, ასევე, გაფორმდა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება. (DCFTA)
მხოლოდ ერთ პატარა დეტალს მოგახსენებთ შეთანხმებიდან:
DCFTA-ის ამოქმედებით, საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, გაეხსნება მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი, რომელიც ამ ეტაპზე აერთიანებს 28 ქვეყანას და 500 მილიონზე მეტ მომხმარებელს.
მნიშვნელოვნად გამარტივდება საქართველოდან მომსახურების ექსპორტი ევროკავშირში. ქართულ, მომსახურების სფეროს, კომპანიებს მიეცემათ საშუალება უმეტეს სექტორებში:
დააფუძნონ ფილიალები ევროკავშირის ქვეყნებში და მათი საშუალებით მიაწოდონ მომსახურება ევროპელ მომხმარებელს;
თავიანთ ევროპულ ფილიალებში დაასაქმონ ქართველი მენეჯერები, სპეციალისტები და გაატარონ პრაქტიკა თავიანთ თანამშრომლებს;
გაუშვან თავიანთი გაყიდვების წარმომადგენლები ევროკავშირში, მათი პროდუქციის გაყიდვის მიზნით მოლაპარაკებების საწარმოებლად;
მიაწოდონ მომსახურება ევროკავშირის ბაზარზე საქართველოდან, ევროკავშირში ფილიალების გახსნის გარეშე.
მგონი, საუბარი ზედმეტია ბევრ რამეზე", - წერს ლატარია.