შეხვედრაზე რომ თანახმა ხარ ეტაპობრივად მოხდეს რეგულაციების შემსუბუქება, ჟურნალისტებს რომ ხედავთ, მერე რა გემართებათ? - რესტორან „ქვევრის“ დამფუძნებელი
რესტორან „ქვევრის“ დამფუძნებელი ლაშა ბასლანძე რესტორატორებს მიმართავს:
„ეს ხალხი გადამრევს. შეხვედრაზე რომ ხარ და ყველაფერი ასე თუ ისე კარგად არის… ლაპარაკობ თანამშრომლობაზე და ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, თანახმა ხარ. ეტაპობრივად მოხდეს რეგულაციების შემსუბუქება და მზად ხარ. ამისთვის ყოველ კვირეული სამუშაო შეხვედრები მოეწყოს… რომ გამოდიხართ და ჟურნალისტებს ხედავთ. მერე რა გემართებათ? ვინმე გაშინებთ. თუ გავალდებულებთ ამ დანევროზებული ხალხის კიდევ დანევროზებას? რესტორატორობები ხართ, მეგობრებო და არა პოლიტიკოსები. მე არ ვიცი, ვის რისი ამბიცია აქვს სამომავლოდ, მაგრამ ახლა, ამ მოცემულობაში მაგ ამბიციის მოკვლა მოგიწევთ. მთავარია, ვიხსნებით და დაიძრა უკეთესობისკენ ყველაფერი. ძალიან მარტივია მთავრობის, ეპიდემიოლოგების ტაქტიკისა და პოლიტიკის გამოცნობა… მთავარია, ნება გქონდეს იმის, რომ გაიგო. დატოვეთ რაღაცა წმინდა და ნუ ჩარევთ რესტორნებს პოლიტიკაში“, – წერს ლაშა ბასლანძე სოციალურ ქსელში.