თეგებით ძიება

"გაავრცელეთ ეს განცხადება... ტყუილია რასაც წერენ" - რას ამბობს ჟურნალისტი თემურ წიკლაურზე

ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ თემურ წიკლაურის მიერ შესრულებული სიმღერა "გააჩერეთ დედამიწა ჩავდივარ", რომელშიც მომღერალი კორონავირუსსაც ახსენებს, არ არის მისი ავადმყოფობის დროს გადაღებული.

"ყველას გთხოვთ (განსაკუთრებით სააგენტოებს) გაავრცელოთ ჩემი ეს განცხადება
საჯარდ მინდა განვაცხადო, რომ ჯერ სოციალურ ქსელში და შემდეგ ტელევიზიებში გავრცელებული ვიდეო-ფაილი, რომელშიც თემო მღერის და ბოლოს ამბობს, არ მინდა ჩასვლა დედამიწიდანო, არ არის გადაღებული კლინიკაში, მითუმეტეს ავადმყოფობის დროს და მითუმეტეს არ გაურცელებია ის არცერთ ექიმს და ა.შ. - ტყუილია ყველაფერი რასაც წერენ, რასაც გიჩვენებენ და ავრცელებენ...

ვიდეო გადაღებულია პირადად ჩემს მიერ 2020 წლის 9 აპრილს და ის ეკუთვნის ტელეკომპანია „ვარსკვლავებს“, გადაღებული გვაქვს თემოს აგარაკზე, სოფელ მისაქციელში თემოს და ტელეკომპანია „ვარსკვლავების“ ერთობლივი პროექტის - „ლაივ კონცერტები მისაქციელის მცირე საკონცერტო დარბაზიდან“, ფარგლებში მსგავსი სახის ლაივ-კონცერტი მე და თემომ სამჯერ გავაკეთეთ ასიათასობით მაყურებლისთვის - 9 აპრილს, 26 მაისს და 5 ივლისს", - წერს ჩუბინიძე ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა