პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა
პროტესტის 25-ე დღე- რუსთაველის გამზირი ისევ გადაკეტილია. პარლამენტის მიმდებარედ აქცია დაიწყო. აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.
რამდენიმე წუთის წინ აქციას მსვლელობით შეუერთდნენ ვეტერანები, პედაგოგები, ლექტორები. ასევე, გაიმართა ქიზიყელების და კახელების მარში.
ხალხი ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე სალომე ზურაბიშვილს ელოდება. პრეზიდენტი ევროპული მომავლის მცველებს სიტყვით ზუსტად ცხრა საათზე მიმართავს.