თეგებით ძიება
22. 12. 2024 მსოფლიო

რუსეთის, ბელარუსის და ჩინეთის მოქალაქეებს ლიეტუვას შეიარაღებულ ძალებში სამსახური ეკრძალებათ

19 დეკემბერს, ლიეტუვას პარლამენტის გადაწყვეტილებით, რუსეთის, ბელარუსის ან ჩინეთის მოქალაქეობის მქონე პირებს არ ექნებათ უფლება, რომ ქვეყნის შეიარაღებულ ძალებსა და ლიეტუვას მსროლელთა კავშირში იმსახურონ.

საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, რუსეთის, ბელარუსისა და ჩინეთის მოქალაქეები არ მიიღებენ პროფესიულ სამხედრო სამსახურში, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში, სხვა ნებაყოფლობით არამუდმივ სამხედრო სამსახურებში, ასევე სამხედრო სავალდებულო სამსახურში.

თუ პირი, რომელიც უკვე მსახურობს ლიეტუვას შეიარაღებულ ძალებში და ზემოთ ჩამოთვლილი 3 ქვეყნიდან ერთ-ერთის მოქალაქეობას მიიღებს, მას სამსახურიდან გაათავისუფლებენ.

იგივე მოთხოვნა ვრცელდება ლიეტუვას მსროლელთა კავშირის წევრებზეც.

გარდა ამისა, მიმდინარე წლის დასაწყისში, ლიეტუვას მთავრობამ პროფესიონალ სამხედრო მოსამსახურეებს აუკრძალა, არასამსახურებრივ დროს ეწვიონ იმ ქვეყნებს, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ლიეტუვას ეროვნულ უსაფრთხოებას. ამ ქვეყნების ჩამონათვალში ასევე შედიან რუსეთი, ბელარუსი და ჩინეთი.

ნოემბერში საინფორმაციო სააგენტო „ბიზნეს ნიუს სერვისმა“ (BNS) შეიტყო, რომ ლიეტუვას 11 მოქალაქე, რომელსაც, ამავე დროს, რუსეთის ან ბელარუსის მოქალაქეობაც აქვს, ლიეტუვას შეიარაღებულ ძალებში მსახურობს.

წყარო: პირველი არხი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა