"პოლიციამ შეშით, კასრებით და გენერატორით დატვირთული მანქანა მოგვპარა" - ზურაბ ჯაფარიძე
"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"20.00-ზე აქციაა პარლამენტის წინ
კომენდანდტის საათს არ ვემორჩილებით და ვაწყობთ მსვლელობას. მსვლელობა მთავრდება დედა ენის ბაღში, სადაც ვაპირებთ ღამის გათევას მუსიკის ფონზე
ჰოდა
ცოტა ხნის წინ პოლიციამ დედა ენის ბაღის მიდამოებიდან მოგვპარა:
1 მანქანა შეშით და კასრებით
1 მანქანა გენერატორით
ახლა ვფიქრობ როგორ დავუმტკიცო ელჩებს რომ ნამდვილად გვყავდა და მოგვპარეს", - წერს ფეისბუქზე ჯაფარიზე.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე დღეს "დაუმორჩილებლობის მარში" იგეგმება.