"ქრისტეს ის კი არ უთქვამს ბავშვებს კისერი მოტეხეთ და წყალში ჩაახრჩვეთო" - ვიდეო ნათლობიდან, რომელმაც აღშფოთება გამოიწვია
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, ბასილ კობახიძე სოციალურ ქსელში ნათლობის რიტუალის ამსახველ ვიდეოკადრებს ავრცელებს:
"შე ბრიყვო მღვდელო დავით მექვაბიშვილო! ქრისტე განურისხდა შენნაირ ბნელებს და უთხრა მათ: მოუშვით ჩემთან ბავშვები და ნუ უშლით მათ, ვინაიდან მათნაირებისაა ღმრთის სასუფეველი. შემდეგ მოეხვია ბავშვებს, ხელი დაადო და დალოცა ისინი (მარკოზ. 10: 14, 16). ის კი არ უთქვამს ბავშვებს კისერი მოტეხეთ და წყალში ჩაახრჩვეთო", - წერს კობახიძე ფეისბუქზე.
ვიდეოს საზოგადოებაში უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.
[flash=425,264]
შე ბრიყვო მღვდელო დავით მექვაბიშვილო! ქრისტე განურისხდა შენნაირ ბნელებს და უთხრა მათ: მოუშვით ჩემთან ბავშვები და ნუ უშლით მათ, ვინაიდან მათნაირებისაა ღმრთის სასუფეველი. შემდეგ მოეხვია ბავშვებს, ხელი დაადო და დალოცა ისინი (მარკოზ. 10: 14, 16). ის კი არ უთქვამს ბავშვებს კისერი მოტეხეთ და წყალში ჩაახრჩვეთოPosted by Basil Kobakhidze on შაბათი, 06 თებერვალი, 2021