უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა. 8 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.3190 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3215 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.25 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.9924 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.9775 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.49 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4676 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.5444 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 9 თებერვლიდან შევა ძალაში.