ზურაბ ჯაფარიძე ბარს ხსნის
გირჩი-მეტი თავისუფლების" თავმჯდომარე, ზურაბ ჯაფარიძე პოლიტიკური დაუმორჩილებლობის და პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად ბარს ხსნის.
"ჯაფარასთან" - 13 თებერვალს - 19 საათზე გაიხსნება და კომენდანტის საათის დროსაც იმუშავებს.
"13 თებერვალს, აღმაშენებლის 45-ში იხსნება ბარი "ჯაფარასთან".
ბარის გახსნა არის პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქტი და მიმართულია კორონა-პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებისკენ. შესაბამისად, ბარი იმუშავებს ღამის საათებშიც. ბარი იმუშავებს მხოლოდ ქეშზე.
გახსნა დაგეგმილია 19:00 საათისთვის.
გეპატიჟებით ყველას, ვისაც ყელში ამოგივიდათ ზაზუნასავით გალიაში ყოფნა", - ნათქვამია Facebook- ივენთის ტექსტში.