თეგებით ძიება

"მოკლედ, ყოველთვის დიდი გოგო იყო, მაგრამ ისტორიამ მისცა შანსი, ყოფილიყო დიადი" - ნიკა გვარამია დიანა ჯოჯუაზე

"მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია ჟურნალისტსა და ტელეწამყვანს, დიანა ჯოჯუას დაბადების დღეს სოციალურ ქსელში ულოცავს:

"ორივე აფხაზეთიდან ვართ.
თითქმის 20 წელია ვიცნობთ ერთმანეთს.
ყოველთვის მიმაჩნდა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, არავინ ყოფილა ეგეთი კლასის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი ქალი.
მოკლედ, ყოველთვის დიდი გოგო იყო, მაგრამ ისტორიამ მისცა შანსი, ყოფილიყო დიადი (და შემთხვევით რომ არ იძლევა ისტორია ასეთ შანსს, და არც ყველას რომ არ აძლევს, ცხადია).
ისტორიამ მისცა, გოგომ გამოიყენა. გამოიყენა და გახდა დიადი.
ამის მერე, ბევრი მონოლოგი მიძღვნილა თავისუფლებისთვის, მათ შორის, ჩემს მიერ. მიძღვნილა, მაგრამ ეს ტექსტი მარად დაუძლეველ თავისუფლების ჰიმნად დარჩა, გოგო კი - თავისუფლებისთვის დიად მებრძოლად შევიდა არა მხოლოდ ტელევიზიის, ქვეყნის ისტორიაში.
დღეს ამ დიადი გოგოს დაბადების დღეა!
ვულოცავ! მიყვარს! მეამაყება! ", წერს გვარამია ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა