"ასე არასდროს ვყოფილვარ, სინანულის, სიყვარულისა და შეცოდების მომენტი ერთდროულად მაქვს" - ნიკა გვარამია ემოციურ ისტორიაზე წერს
"მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია ქუთაისელი გოგოს ეოციურ წერილს აქვეყნებს:
"ისტორია რუბრიკიდან "ჩემი გამოქვეყნებული ნომერი"
მიყვება 18 წლის გოგო ქუთაისიდან (ტექსტი გადმოტანილია უცვლელად):
ძალიან, ძალიან ცუდადვარ. ასე არასდროს ვყოფილვარ, სინანულის, სიყვარულისა და შეცოდების მომენტი ერთდროულად მაქვს .. დღეს ქუთაისში ვიყავი, საყიდლებზე, როდესაც ვბრუნდებოდი სახლში ერთ-ერთ ქუჩაზე შემხვდა ბებო, რომელიც სალფეთქს ყიდდაა, მახსოვს ტელეფონზე ვსაუბრობდი, როდესაც შემომეფეთა და მთხოვდა იყიდეო. არც მივაქციე ყურადღება ისე ცივად გავუარე, რამდენიმე წუთის შემდეგ მოვბრუნდი და ვკითხე რა ღირს ბებო მეთქი და 1 ლარიო, იმ მომენტში 20 ლარიანი მედო ჯიბეში და კიდევ 2 ლარი:( ამოვიღე 2 ლარიანი და მივეცი მას, ვთხოვე, არაფერი მომცე ეს დაიტოვე მეთქი, მაგრამ თურმე ისყველახე კეთილი და საყვარელი ბებო ყოფილა ... ხელების კანკალითა და მუდარით მეხვეწებოდა ბებო გეხვეწები 2 გეკუთვნის არ დამღუპო აიღეო , თითქოს სინდისი დატანჯავდა, რომ ჩემი კუთვნილი არ მოეცა, წამოვედი, გამომეკიდა და გულზე თავისი დამჭჯნარი ხელებით მაწეპებდა ამ 2 სალფეთქს და ცრემლი წამოუვიდა, არა გთხოვ ბებო მხოლოდ 1 ს ავიღებთქო და გამოვიქეცი,იმიტომ,რომ ვიცოდი გამომსდევდა . სინდისი მაწუხებს
რას გადამიწყვეტდა ის 20 ლარიანი , რატომ 2 და არა 20 ?ან ის 1 ცალი სალფეთქიც როგორ წამოვიღე :(( იცი? ყოველ დღე ვხედავ გაჭირვებულებს,უკვე ყველა ერთნაირია , მაგრამ ის სხვა იყო , ყველაზე კეთილი ბებო იყო.. ხო მე 18 წლის ვარ , მინდა ვიპოვოთ ბებო და დავეხმქროთ ძალიან მცირედით მაინც ... მეც მყავს ბებო და ზუსტად იგივე იყო ,ყველაზე ფაფუკი და თბილი", - წერს ფეისბუქზე გვარამია.