თეგებით ძიება
13. 02. 2021 მსოფლიო

იაპონიაში მაგნიტუდით 7.1 მიწისძვრა მოხდა

იაპონიაში მაგნიტუდით 7.1 მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი წყნარ ოკეანეში, ფუკუშიმას პრეფექტურაში იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები იაპონიის დედაქალაქ ტოკიოშიც ძლიერად იგრძნობოდა.

იაპონიის ხელისუფლებას ცუნამის საფრთხე არ გამოუცხადებია. ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა