თეგებით ძიება

გიორგი გახარია - Fitch-ის განახლებული მონაცემები ცხადყოფს ჩვენი სტრატეგიების სიმტკიცეს

ფიტჩმა“ დაადასტურა საქართველოს IDR რეიტინგი BB კატეგორიაში და განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ხელახლა არჩევამ განამტკიცა ეკონომიკური პოლიტიკის უწყვეტობა, მიუხედავად ოპოზიციის მიერ პარლამენტის ბოიკოტთან დაკავშირებული პოლიტიკური დაძაბულობისა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, ტვიტერზე წერს.

„FitchRatings განახლებული მონაცემები – შესანიშნავი მაჩვენებელი, რომელიც ცხადყოფს ჩვენი სტრატეგიების სიმტკიცეს. Fitch-მა დაადასტურა საქართველოს IDR რეიტინგი BB კატეგორიაში და განაცხადა, რომ “ქართული ოცნების” ხელახლა არჩევამ განამტკიცა ეკონომიკური პოლიტიკის უწყვეტობა, მიუხედავად ოპოზიციის მიერ პარლამენტის ბოიკოტთან დაკავშირებული პოლიტიკური დაძაბულობისა“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

შეგახსენებთ, რომ სარეიტინგო კომპანია „ფიტჩმა“ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე, უცვლელი დატოვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა