თეგებით ძიება

თაკო ჩარკვიანი - ნიკა მელიას თუ დაიჭერენ, უდიდეს საპროტესტო ტალღას მიიღებენ

ნიკა მელიას თუ დაიჭერენ, უდიდეს საპროტესტო ტალღას მიიღებენ, არავითარ შემთხვევაში არ გავჩერდებით, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

მისი განმარტებით, ეს არ არის ერთი ნიკა მელიას მიმართ განხორციელებული უსამართლო აქტი.

„გავრილოვის ღამე გააპროტესტა ყველამ, ვინც დაიცვა ქართული სახელმწიფო. არ მახსენდება დამოუკიდებელი საქართველოს ბოლო დროინდელ ისტორიაში ასეთი შეურაცხყოფა, რომ ეკრანზე ვიხილეთ ოკუპანტი ქვეყნის მაღალჩინოსანი საკანონმდებლო ორგანოს პირველ სკამზე. ეს იყო პრაქტიკულად სიგნალი რუსეთისთვის, რომ შესაძლებელია, ამ სკამში 21-ე საუკუნის ტერიტორიებდაგლეჯილ საქართველოში პირველ სკამში ჩასვათ ოკუპანტი გავრილოვი. მთელი უბანი და ჩემს გარშემო ვისაც ვიცნობ, იმისტი, ამისტი, საქართველოისტი, ყველა გარეთ იყო. ახალგაზრდობამ ღირსეულად დაიცვა, სწორად აღიქვა ეს უბედურება ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. რა საინტერესოა და პარადოქსული, რომ თურმე ჩვენ პასუხი უნდა მოვთხოვოთ. პასუხი მოთხოვოს ხელისუფლებამ ვინც გააპროტესტა ეს პროვოკაცია, თუ იმ პროვოკატორებს, ვინც ეს ჩაიდინა“,- განაცხადა ჩარკვიანმა.


კითხვაზე, ნიკა მელიას დაკავების შემთხვევაში რა იქნება მათი გეგმა, ჩარკვიანი აცხადებს, რომ ხელისუფლება „უდიდეს საპროტესტო ტალღას მიიღებს“.

„ეს იქნება აბსოლუტურად ქართული სახელმწიფოებრიობის დაცვა. ეს არ არის ნიკა მელიას დაცვა მხოლოდ. გამოვალთ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა გამოვიდეს. ჩვენ კონსტიტუცია დაგვახიეს თავზე, ანტისაოკუპაციო კანონმა არ იმუშავა და სხდომა მიჰყავდა ოკუპანტი ქვეყნის კომუნისტ გავრილოვს. უდიდეს საპროტესტო ტალღას მიიღებენ, არავითარ შემთხვევაში არ გავჩერდებით. ნიკა მელია ამ შემთხვევაში არის კრეფსითი, შურისძიება არის ხელისუფლების მხრიდან ხალხის მიმართ“,- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ პარლამენტს უკვე მიმართა "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე, რასაც უმრავლესობა მხარს დაუჭერს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა