თეგებით ძიება
15. 02. 2021 მსოფლიო

12 წლის მოზარდმა ბებია მძარცველებისგან გადაარჩინა

აშშ-ში 12 წლის ბიჭმა თავისი ბებიის სახლში შეჭრილ მძარცველებს ესროლა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, შემთხვევა ჩრდილოეთი კაროლინაში, ქალაქ გოლდსბოროში მოხდა. ორი ნიღბიანი კაცი 73 წლის ლინდა ელისის სახლში ღამის პირველ საათზე შევიდა, ქალს ფულს სთხოვდნენ, შემდეგ კი ერთ-ერთმა მათგანმა ლინდას ესროლა.

ამის შემდეგ, ლინდას 12 წლის შვილიშვილმა მძარცველებს ცეცხლი გაუხსნა და ერთ-ერთი მათგანი, 19 წლის მოზარდი დაჭრა. მოგვიანებით ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. პოლიციაში აცხადებენ, რომ ბავშვს ბრალდებას არ წაუყენებენ, რადგან ის თავს იცავდა.

კლინიკაში გადაიყვანეს ლინდა ელისიც. მის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა