თეგებით ძიება

არასდროს უთქვამს ბაბუაზე საყვედური – გარდაცვლილი 14 წლის გოგოს მამიდა

ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის არასრულწლოვნის მამიდა ციალა ცეცხლაძე ჟურნალისტებთან ამბობს, რომ გარდაცვლილ გოგონას ბაბუასთან და სხვა ნათესავებთან კარგი ურთიერთობა ქონდა და არასრულწლოვანზე ფიზიკურად არ ძალადობდნენ.

„მე თბილისში ვახლდი ნინის ექსპერტიზაზე, თუმცა არ ვიცი რა პასუხი მოვიდა. ჩემთან ხშირად რჩებოდა, რადგან მარტო ვარ სახლში. არასდროს უთქვამს ბაბუაზე საყვედური. პირიქით, ძალიან კარგი ურთიერთობა ქონდა ბაბუასთან. ეს ამბავი რომ შეემთხვა კი მითხრა, პირველად ბიცოლებს უთხრა. მომიყვა შემაცდინა ნიკა ტაკიძემ, მომიყვანა და დამტოვაო. მე სხეულზე არ დამითვალიერებია და სახეზე დაზიანებები არ ეტყობოდა. არასდროს არ უთქვამს ცუდად მექცეოდნენო. არასდრის ხმაური და ჩხუბი არ ყოფილა ოჯახში. გვერდით სახლში ვცხოვრობ მე. რატომ დააკავეს ბაბუა არ ვიცი. ძალიან კარგი გოგო იყო, თბილი. ეს დღეები ცუდად ვარ და ვწევარ”- აცხდებს ციალა ცეცხლაძე.

გავრცელებული ინფორმაციით გარდაცვლილი გოგონას ნათესავები დილიდან პოლიციაში იმყოფებიან.

შეგახსენებთ, 9 თებერვალს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში 14 წლის გოგომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

10 თებერვალს პოლიციამ 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის დამყარებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით 24 წლის ნიკა ტაკიძე დააკავა.

გუშინ, 15 თებერვალს სამართალდამცავებმა გარდაცვლილი გოგონას ბაბუა სულიკო ცეცხლაძე წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი მუქარისა და ძალადობის ბრალდებით დააკავეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა