გარდაცვლილია მამა, მისი ორი ვაჟი და მათი ნათესავი" - ცნობილია უმძიმესი ავარიის შედეგად დაღუპულთა ვინაობა
გურჯაანში ტრაილერი გადაბრუნდა, არის მსხვერპლი. ავტოსაგზაო შემთხვევა ბაკურციხე - თბილისის დამაკავშირებელ გზაზე, ბარჯისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
თვითმხილველების თქმით, ტრაილერის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და მსუბუქ ავტომანქანებს დაეცა. შედეგად 4 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც AMBEBI.GE-ს გარდაცვლილი ოსიტაშვილების ახლობლები უყვებიან, ტრაგედია იმ დროს მოხდა, როცა ოსიტაშვილები და ჭუაძე გურჯაანში მიდიოდნენ.
"ტრაგედია დაგვატყდა თავს, მამა და შვილები დაიღუპნენ. გურჯაანში მიჰყავდა დათო ჭუაძეს ქვისლი საოპერაციოდ, სწორედ ამ დროს მოხდა ავარია. საუბარიც მიჭირს, ვერაფერს ვამბობ" - გვიყვებიან ახლობლები.
რომან ოსიტაშვილი და მისი ვაჟები ახმეტის რაიონის სოფელ ახშნის ველებიდან იყვნენ.
ბაკურციხე - თბილისის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარ ავარიაზე გამოძიება უკვე დაიწყო.