მაია ცქიტიშვილი: პანდემიის მიუხედავად არ გაგვიჩერებია არცერთი სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტი
2024 წლისთვის ჩვენ დავასრულებთ 200კმ ახალი ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას, რაც სრულად განსხვავებულ რეალობას შექმნის და ყველა ჩვენს სავაჭრო პარტნიორთან საერთაშორისო სტანდარტის გზებით დაგვაკავშირებს, - ამის შესახებ პარლამენტში მიმდინარე მინისტრის საათზე პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა .
მისი თქმით, საერთაშორისო მაგისტრალების მშენებლობა სწრაფ რეგიონულ განვითარებას განაპირობებს.
„ახალი გზები რეგიონებში მეტ ტურისტს, მეტ ინვესტიციებს და დასაქმებას ნიშნავს.სწორად ამიტომ, პანდემიის მიუხედავად, არ გაგვიჩერებია არცერთი სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტი“, - აღნიშნა ცქიტიშვილმა.
პარლამენტში საზედამხედველო ფუნქციის ფარგლებში დეპუტატები მაია ცქიტიშვილს უსმენენ.