Ryanair-ი 2021 წელს საქართველოში ფრენებს აღარ აღადგენს
ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ი საქართველოში ფრენებს 2021 წელს არ აღადგენს. კომპანიის განცხადებით, ფრენები კომერციული მიზეზებიდან გამომდინარე არ აღდგება. ამის შესახებ ინფორმაცია BMG ავრცელებს.
"კომერციული მიზეზებიდან გამომდინარე, Ryanair-ი საქართველოს მიმართულებით 2021 წლის განმავლობაში ფრენებს არ განახორციელებს. ჩვენ გულმოდგინედ ვმუშაობთ, ჩვენი ქსელში არსებულ აეროპორტებთან, რათა ხელი შევუწყოთ საავიაციო ნაკადების აღდგენას, თუმცა ამასთანავე ჩვენი კომპანია თანდათანობით აგრძელებს გამოსვლას იმ რთული ვითარებიდან, რაც COVID-19-ს უკავშირდებოდა", - ნათქვამია პრესსამსახურის პასუხში.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 1 თებერვლიდან საქართველოში რეგულარულ ავიამიმოსვლაზე შეზღუდვა მოიხსნა, თუმცა ჯერჯერობით საავიაციო ნაკადი კვლავ საკმაოდ დაბალია.