არასრულწლოვანს არ უნდა ჰქონდეს სექსი, მაგრამ მას თუ უნდა, ნუ მოვკლავთ შვილებს სექსის გამო - საყვარლიშვილი
ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ცისნამი საყვარლიშვილი, სოციალურ ქსელში აქვეყნებს:
"ვინაიდან ჩემს პოსტებს ამხელა ყურადღებას აქცევენ, მიაქვთ სხვადასხვა სააგენტოებს, დებენ ნიუსად და შემდეგ მიდის ლანძღა-გინება, რამოდენიმე შესწორებას შევიტან, ჩემი პოზიციის უკეთ დასაფიქსირებლად.
1. სექსის გამო ბავშვებს არ უნდა ვცემდეთ და ვკლავდეთ!
2. ბავშვს სექსუალურ განათლებას ოჯახი უნდა აძლევდეს, ანუ მშობლებისგან გაიგოს რა არის სექსი, რა საფრთხე შეიძლება ჰქონდეს არასწორ, ადრეულ ასაკში სექსს. სექსზე საუბარი სირცხვილი არ უნდა იყოს. აქ, ამერიკაში მშობლები საუბრობენ თავიაანთ შვილებთან ამ თემაზე.
3. არასრულწლოვანს არ უნდა ჰქონდეს სექსი, მაგრამ მას თუ უნდა ამის გაკეთება, მაგისთვის არ უნდა მოვკლათ. მე არ ვამბობ რომ ამ ბავშვს უნდოდა, ზოგადად ვამბობ.
4. 23 წლის კაცმა 14 წლის ბავშვზე ძალა არ უნდა იხმაროს და გააუპატიუროს. მასეთები მკაცრად უნდა დასაჯოს კანონმა.
5. ყველამ უნდა აგოს პასუხი ამ ბავშვის სიკვდილის გამო: იმ ბიჭმა, ბაბუამ, ბიძამ, სოციალურმა მუშაკმა და საოზგადოებამ რომელიც გულგრილია ასეთი ფაქტების მიმართ!
6. ამერიკაში 14 წლისებს ჰყავთ თავიაანთი ასაკის ბოიფრენდები. მათ შეუძლიათ სახლშიც მიიყვანონ და ოჯახს გააცნონ ისინი. აქ ადრეულ ასაკში არ ქორწინდებიან. აქ გაუპატიურება მძიმე დანაშაულია. აქ სექსის გამო შვილებს არ კლავენ! აქ სექსი სირცხვილი არაა!
აქ არასრულწლოვანთან სექსი დანაშაულია, თუმცა ზოგიერთებს 14 წლის ასაკში უკვე აქვთ სექსი. ეს იმას არ ნიშნავს რომ სწორია, მაგრამ ეს მათი არჩევანია!
7. ნუ მოვკლავთ შვილებს სექსის გამო, რადგან ქართული მენტალიტეტით ქორწინების გარეშე სექსი ბოზობაა და ოჯახის სირცხვილი!
ფაქტია ამ მენტალიტეტმა უკვე იმსხვერპლა ნინი და თუ რამე არ ვიღონეთ შეიძლება სხვაც იმსხვერპლოს", - წერს საყვარლიშვილი.