თეგებით ძიება

"მზად ვარ შევხვდე ბიძინა ივანიშვილს... ვიცი, რომ გარედან ბევრი იქნებიან მზად, რომ ჩამოვიდნენ და მასზე ზეწოლა განახორციელონ" - პრეზიდენტი

ჩვენ უნდა ვი­ცო­დეთ სად მივ­დი­ვართ და ჩვენ მივ­დი­ვართ მოკ­ლე გზა­ზე. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" აჩ­ქა­რე­ბუ­ლი ტემ­პით ახა­ლი კა­ნო­ნე­ბის მი­ღე­ბას ცდი­ლობს იმის­თვის, რომ ძა­ლი­ან ჩქა­რა გა­დაგ­ვიყ­ვა­ნოს ტო­ტა­ლუ­რად რუ­სულ რე­ჟიმ­ზე - მე პი­რა­დად მზად ვარ როცა უნდა შევ­ხვდე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს", - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა, პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რემ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა უნდა მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი უნდა და­ნიშ­ნოს.

"ჩვენ უნდა ვი­ცო­დეთ სად მივ­დი­ვართ და ჩვენ მივ­დი­ვართ მოკ­ლე გზა­ზე. ეს არის სი­ახ­ლე ამ ეუთო/ოდი­რის დას­კვნის შემ­დეგ. დიდი დრო აღარ არის, მი­თუ­მე­ტეს, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ აჩ­ქა­რე­ბუ­ლი ტემ­პით ახა­ლი კა­ნო­ნე­ბის მი­ღე­ბას ცდი­ლობს, იმის­თვის, რომ ძა­ლი­ან ჩქა­რა გა­დაგ­ვიყ­ვა­ნოს ტო­ტა­ლუ­რად რუ­სულ რე­ჟიმ­ზე.

ჩვენ ამას არ და­ვუშ­ვებთ, ჩვენ ყვე­ლა­ნა­ი­რი ზე­წო­ლა უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ, შიგ­ნი­დან თუ გა­რე­დან, იმი­სათ­ვის, რომ ვა­ი­ძუ­ლოთ ბა­ტო­ნი ივა­ნიშ­ვი­ლი, რად­გან ის არის ერ­თა­დერ­თი, რო­მე­ლიც იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იმის­თვის, რომ არ ჩა­მო­ი­შა­ლოს მისი სის­ტე­მა - სა­ნამ მისი სის­ტე­მა მთლი­ა­ნად ჩა­მო­იშ­ლე­ბა უნდა მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და და­ნიშ­ნოს ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი, ამის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ფორ­მე­ბის მო­ფიქ­რე­ბა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია და ამას არ სჭირ­დე­ბა ბევ­რი ბჭო­ბა...

მე პი­რა­დად მზად ვარ როცა უნდა შევ­ხვდე, მე ვიცი, რომ გა­რე­დან ბევ­რი იქ­ნე­ბი­ან მზად, რომ ჩა­მო­ვიდ­ნენ და მას­ზე ზე­წო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ. უნდა და­ი­ნიშ­ნოს ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი და უნდა და­ი­ნიშ­ნოს სას­წრა­ფოდ!“ - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

პრე­ზი­დენ­ტის თქმით, ამ პი­რო­ბებ­ში ამ კრი­ზი­სი­დან გა­მო­სა­ვა­ლი ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნაა.

"ყვე­ლამ ძა­ლი­ან კარ­გად იცის, ის­ტო­რი­ა­ში, თუ პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში სხვა ვა­რი­ან­ტი არ არ­სე­ბობს, რომ გა­მოხ­ვი­დე კრი­ზი­სი­დან. რო­დე­საც არ­ჩევ­ნე­ბის ნდო­ბა არ არ­სე­ბობს, რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ნდო­ბა არ არ­სე­ბობს რო­დე­საც „ხე­ლი­სუფ­ლე­ბა“ გა­და­სუ­ლია ტყუ­ი­ლებ­ზე იმის­თვის, რომ თა­ვი­სი ად­გი­ლი გა­ამ­ყა­როს, ეს ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რე­ბუ­ლია და ერ­თა­დერ­თი გზა არის ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის გზა. ამის­თვის ჩვენ დავ­სა­ხეთ დღეს „შე­ტე­ვის სტრა­ტე­გია“, სა­დაც ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით, ეს იქ­ნე­ბა უცხო­ელ პარტნი­ო­რებ­თან, შიგ­ნით სა­მარ­თლებ­რი­ვად რომ ყვე­ლა­ფე­რი ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი გვქონ­დეს და არ აღ­მოვ­ჩნდეთ ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რომ უცებ და­ი­ნიშ­ნოს არ­ჩევ­ნე­ბი და ჩვენ მზად არ ვი­ყოთ, ეს ყვე­ლა­ფე­რი უნდა იყოს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. ჩვენ უნდა ვი­ცო­დეთ, სად მივ­დი­ვართ და მივ­დი­ვართ მოკ­ლე გზა­ზე. ეს არის სი­ახ­ლე ამ ეუ­თოს დას­კვნის შემ­დეგ" - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა