2020 წლის მე-4 კვარტალში უმუშევრობა 3,8%-ითაა გაზრდილი
საქართველოში 2020 წლის მე-4 კვარტალში წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით უმუშევრობის დონე 3.8%-ით გაიზარდა - მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული ბიურო აქვეყნებს.
მონაცემებიდან ირკვევა, რომ 2020 წლის მე-4 კვარტალში უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5,6%-ით არის გაზრდილი, სასოფლო დასახლებებში კი - 1 %-ით.
შედარებისთვის 2019 წლის მე-4 კვარტალში უმუშევრობის დონე 16.6%-ს შეადგენდა. 2020 წლის მე-4 კვარტალში წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 1,7%-ითაა შემცირებული დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის მიმართ, ხოლო თვითდასაქმებულთა წილი 1,6%-ით არის გაზრდილი.