,,რა არ უნახავს, მაგრამ მსგავსი რამ – არასოდეს“ - თბილისში, 84 წლის კაცი ნანგრევებში ცხოვრობს (ფოტოები)
ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში 84 წლის კაცის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
,,84 წლის ადამიანს რა არ უნახავს, მაგრამ მსგავსი რამ – არასოდეს. შალვა ბეჟუაშვილს სოფელ ბორბალოში სახლი დაეწვა. აღდგენა ვეღარ შეძლო. მერე თბილისში ჩამოვიდა და საბურთალოზე, იპოდრომთან ნანგრევებში თავშესაფარი მოძებნა.
შორიდანვე დაინახავთ მის სიღატაკესა და თავს გადახდენილ ისტორიასაც კი. ამბობს, რომ ძმისშვილის გარდა არავინ ჰყავს და მას კისერზე ვერ დააჯდება. საჭმელს ხან სად შოულობს და ხან სად. როცა მივედი, ლობიოს ხარშავდა. ტანსაცმელს ნაგვის ყუთებში ეძებს. ზოგს ხალხი აძლევს.
ახლა მას ყველაზე მეტად შარვალი უნდა. ტელეფონი აქვს, რომლის ნომერიც ზეპირად არ ახსოვს და უბის წიგნაკიდან მკარნახობს. აი, მისი ნომერი: 574 071064
შალვა პაპა ასე არ უნდა ცხოვრობდეს”, – წერს გოგა ჩანადირი.