უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა. 19 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.3069 შეადგინა. დღეს მოქმედი კურსი 3.3021 იყო, შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.48 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევროც, რომლის კურსი 4.0149 ლარია . კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 3.9837 იყო. ევროს კურსის ცვლილებამ ლართან მიმართებაში 3.12 თეთრი შეადგინა.
დღეს მიღებული კურსები, ხვალიდან, 20 თებერვლიდან შევა ძალაში.