თეგებით ძიება

ივანე მაჭავარიანი - მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში, მთავრობის ძირითადი გამოწვევა საგარეო ვალის შემცირებაა

მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში, მთავრობის ძირითადი გამოწვევა საგარეო ვალის შემცირება არის, ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში განაცხადა.

მაჭავარიანმა პარლამენტში, 5 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა, რომ მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდა 4 %-ის ფარგლებშია პროგნოზირებული.

მხოლოდ 2020 წელს საქართველოს ეკონომიკამ 4 მილიარდი ლარი დაკარგა. ხოლო 2020-2021 წლებში ჯამური დანაკარგი 8,5 მილიარდ ლარამდე იქნება. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის დასრულება 2021 წელსაა მოსალოდნელი, მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში, მსოფლიოსა და ჩვენს სავაჭრო პარტნიორებში სწრაფი ეკონომიკური აღმასვლა ნაკლებ სავარაუდოა. აღნიშნულ წლებში ჩვენი ძირითადი გამოწვევებია, მთავრობის ვალის შემცირება, პანდემიის ნეგატიური ეფექტებიდან გამომდინარე, რომელიც მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) მიმართებით, 60%-იან ზღვარს გასცდა. ვალის შემცირების პარალელურად დეფიციტიც ყოველწლიურად უნდა მცირდებოდეს. აუცილებელია 2022 წლიდან მოხდეს მისი რადიკალური შემცირება და დაუბრუნდეს პანდემიამდელ ნიშნულს. მაგრამ, მნიშვნელოვანია ეს არ მოხდეს ისეთი ეკონომიკური ღონისძიებების ხარჯზე, რაც შეაფერხებს ეკონომიკურ ზრდას და არ მოგვცემს საშუალებას პოსტპანდემიურ პერიოდში სწრაფი აღმავლობა გვქონდეს", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამნტში, დღეს კომიტეტების ფორმატში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ფინანსთა და საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატებს და შესაბამისად, სამთავრობო პროგრამას უსმენენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა