2 კვირაში შენს სამზარეულოში მოგილოცავ თავისუფლებას – ირაკლი ოქრუაშილი ნიკა მელიას
„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება. ამის შესახებ ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ციხიდან გამოსვლის მეორე დღეს სახლში გამომიარა და განთავისუფლება მომილოცა. ჩემნაირი გამოუსწორებელი ოპტიმისტი იშვიათია. მაქსიმუმ 2 კვირაში შენს სამზარეულოში მოგილოცავ თავისუფლებას“,- წერს ირაკლი ოქრუაშვილი.