თეგებით ძიება

საპატიმროდან გამოსვლის ორი გზა არსებობს - რა შემთხვევაში დატოვებს ნიკა მელია საპატიმროს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ საპატიმროს დატოვებისთვის სამართლებრივი გზა ახლაც არსებობს და ეს არის ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდა, ან მის მიერ ბრალის აღიარებაა.

სამხარაძემ აღნიშნა, რომ ახლა უკვე თავად მელიას ხელშია, რომელ გზას აირჩევს:

"სამწუხაროა, რომ ვითარების ასეთი ესკალაცია საბოლოო ჯამში აქამდე მივიდა, თუმცა ამას წინ უძღვოდა ნიკა მელიას მიერ სახელმწიფოს ღიად გამოწვევა. სამწუხაროა ასევე ის, რომ ოპოზიციის ლიდერი საკუთარი გადაწყვეტილებებით სხვა გზას არ ტოვებს გარდა იმისა, რომ ის აყვანილი იყოს პატიმრობაში.

სამართლებრივი გზა ახლაც არსებობს, ეს არის ისევ და ისევ გირაოს გადახდა და ასევე, ნიკა მელიას მიერ ბრალის აღიარება. ამ შემთხვევაში, გამოსავალი ყველასთვის ძალიან კარგი იქნება. მას საჯარო გამოსვლებშიც აქვს ნათქვამი, რომ ის იჭრებოდა პარლამენტში - ის ამას თუ აღიარებს სასამართლოშიც, მე მგონი, გამოსავალი იქნება ყველასთვის ძალიან კარგი. ეს მის ხელშია, როგორც აქამდე იყო. კანონი სხვა გზას არ უშვებს, ერთი არის გირაოს გადახდა და მეორე ბრალის აღიარება,"- აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ რუსთავი 2-ის ეთერში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა