„შეშფოთებით ვადევნებ თვალს თბილისში განვითარებულ მოვლენებს“ - ეუთოს თავმჯდომარე
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ენ ლინდე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის დაკავებასა და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს გამოეხმაურა.
ეუთოს თავმჯდომარე მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებს.
„თბილისში განვითარებულ მოვლენებს შეშფოთებით ვადევნებ თვალს. მოვუწოდებ მხარეებს, დიალოგისკენ იმისთვის, რათა შემდგომი პროცესები კიდევ უფრო არ გამწვავდეს. განაახლონ დიალოგი და იმოქმედონ ეუთოს ვალდებულებებით“, - აცხადებს ლინდე.