ხალხს ვერ დააჩოქებთ, საქართველოში მალე გათენდება - ანზორ მელია
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას მამამ, ანზორ მელიამ მთავრობას მიმართა და განაცხადა, რომ „საქართველოში მალე გათენდება“.
ანზორ მელიამ აქციაზე მყოფ მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ დღეს ის ბედნიერია.
„მიუხედავად მძიმე დღეებისა და დღევანდელი დილისა, ბედნიერი ვარ დღეს, რომ ამდენ მოსიყვარულე გულებს ვხედავ ჩემი შვილის გვერდით. ეს წარმოუდგენელი იყო იმიტომ რომ ასეთ ასაკში არ მოველოდი ამხელა სიყვარულის მოპოვებას. თქვენ ნახეთ ნიკა როგორი თავდაუზოგავი, როგორი შემტევი და ენერგიული არის, მაგრამ ეს რომ თქვენ დაინახეთ და შეიყვარეთ, ამისთვის დიდი მადლობა.
მე ვიცი, რომ ნიკა ვაჟკაცია და ის გაუძლებს ყველაფერს. ჯანმრთელობა მინდა ვუსურვო. ამ მთავრობას მინდა მივმართო ვერაფერს გააკეთებთ, ხალხს ვერ დააჩოქებთ, საქართველოში მალე გათენდება“, - აღნიშნა ანზორ მელიამ.