ოპოზიცია ევროკავშირის ელჩს ხვდება
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის რეზიდენციაში ომყოფებიან.
ელჩებთან შეხვედრა „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას დაკავების შემდეგ ჩაინიშნა.
უცნობია, რომელი მხარეა შეხვედრის ინიცატორი.
ვრცელდება ინფორაცია, რომ შეხვედრას დაესწრება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით სამართალდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია პარტიის ოფისში განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.