თეგებით ძიება

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დასრულდა

თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია, რომელზეც "ნაცმოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრებას აპროტესტებდნენ, დასრულდა.

ადგილზე რჩებიან აქციის ის მონაწილეები, რომლებიც ღამის გათენებას კარვებში აპირებენ. რუსთაველის გამზირზე ამ დროისთვის 3 კარავია გაშლილი.

ოპოზიციამ დღეს აქცია 15:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან დაიწყეს და შემდეგ პარლამენტთან გადაინაცვლეს.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით სამართალდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია პარტიის ოფისში განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა