კარლ ჰარცელი - დღეს ყველაზე საკვანძო სიტყვა დეესკალაცია და მოლაპარაკებაზე დაბრუნებაა
დღეს ყველაზე საკვანძო სიტყვა დეესკალაცია და მოლაპარაკებაზე დაბრუნებაა, რათა განიმუხტოს დაძაბულობა, – აცხადებს ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი.
„თქვენ უკვე მოისმინეთ ჩემი კომენტარები დღეს და ისინი ჯერ კიდევ ვალიდურია. დღეს ყველაზე საკვანძო სიტყვა დეესკალაცია და მოლაპარაკებაზე დაბრუნებაა, რათა განიმუხტოს ამჟამინდელი დაძაბულობა, რაც ძალიან შემაშფოთებელია. ჩვენ მოვისმინოთ მრავალი განცხადება ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორებისგან, ევროპიდან და სხვა ადგილებიდან ბოლო 24 საათში. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც მე ვმასპინძლობ სტუმრებს ამ საღამოს და ჩვენ ვსაუბრობთ სხვადასხვა მხარესთან, მათ შორის მე – შუამავლის როლში და ველოდები ამ საუბრის გაგრძელებას.
ახლა მოვდივარ საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრიდან. თუმცა, როგორც ყოველთვის, მე არ ვისაუბრებ დეტალებზე. საგარეო საქმეთა მინისტრმა მოგვიწოდა მე და კოლეგებს, განვიხილოთ არსებული ვითარება, რასაც ძალიან ვაფასებ“, – აცხადებს კარლ ჰარცელი.
ცნობისთვის, ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში, სადაც აშშ-ის ელჩიც იმყოფება, ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრა მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით სამართალდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია პარტიის ოფისში განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.