კელი დეგნანი: ჩვენ ვსაუბრობთ მთავრობასთან და ოპოზიციასთან - ყველა მხარე მზადაა, იპოვოს გამოსავალი
ჩვენ ვსაუბრობთ მთავრობასთან და ოპოზიციასთან. ახლა ვიცით, რომ ყველა მხარე მზადაა, იპოვოს გამოსავალი, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
„ძალიან შეშფოთებული ვარ. ჩვენ ვსაუბრობთ მთავრობასთან და ოპოზიციასთან. ახლა ვიცით, რომ ყველა მხარე მზადაა, იპოვოს გამოსავალი“, – აღნიშნა ელჩმა.
ცნობისთვის, ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში, სადაც აშშ-ის ელჩიც იმყოფება, ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრა მიმდინარეობს.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყველა პოლიტიკურ პარტიას მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით სამართალდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია პარტიის ოფისში განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.