თეგებით ძიება

რას აკე­თებთ, ხალ­ხო, სა­ქარ­თვე­ლოს ხვრეტთ?! - როგორ ეხმაურებიან ნიკა მელიას დაკავებას სოციალურ ქსელში

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმაურებიან:

ელისო კილაძე, ჟურნალისტი: #ასეიწერებაისტორია!Nika Melia heart_eyes პირიქეთა ფეისბუქში შევიხედე,სამი ბოზის და ორიოდე ქათმის გარდა არავინ ზეიმობს. სხვები ბევრად უფრო თავშეკავებული არიან-ხვდებიან დარბევის მერე რა ჩიხია!

გია ხუ­ხაშ­ვი­ლი, ექ­სპერ­ტი: "ამა­სო­ბა­ში ესე­ბუა რუს­თა­ველ­ზე სე­ირ­ნობს...“. რადგან ხელისუფლებამ “პოლარიზაციის დასრულების” ტექნოლოგიად “რადიკალური ძალების” ნეიტრალიზაცია აირჩია, მინდა იმათ ვისაც ჭკუა ჯერ კიდევ მოეკითხება, ვუთხრა შემდეგი: თქვენმა მანკიერმა პოლიტიკამ და პროპაგანდამ ყველა, ვინც გაკრიტიკებდათ, შეცდომებზე მიგითითებდათ, უკმაყოფილო იყო, “რადიკალად მონათლა”, ანუ გასანეიტრალებელ გემზე აიყვანა.
ახლა აპირებთ ნახევარი საქართველოს განეიტრალებას, მეორე ნახევრის სასარგებლოდ?
ნუ, სიბრიყვესაც აქვს საზღვარი

ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძე, ექ­სპერ­ტი: "რას აკე­თებთ, ხალ­ხო, რაზე მი­დი­ხართ?! სა­ქარ­თვე­ლოს ხვრეტთ?!“

რატი ამაღ­ლო­ბე­ლი, პო­ე­ტი:
"სა­ქარ­თვე­ლოს ანექ­სი­ის 100 წლის­თა­ვი, ბავ­შვო­ბა­ში სულ მიკ­ვირ­და ქარ­თვე­ლე­ბი რო­გორ შე­ე­გუ­ენ ამას თქო, ახლა ზუს­ტად ვხე­დავ რო­გორც..."

რა­მაზ გი­გა­უ­რი, ას­ტრო­ლო­გი: "ვი­ცხოვ­რებთ ასე - ერ­თმა­ნე­თის სი­ძულ­ვილ­ში და ჭა­მა­ში... ტკბი­ლად და ბედ­ნი­ე­რად. ასე ავა­შე­ნებთ ქვე­ყა­ნას... ზეგე!"

გი­ორ­გი ქა­და­გი­ძე, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ექ­სპრე­ზი­დენ­ტი: "აღარ არის ეს პო­ლი­ტი­კუ­რი გე­მოვ­ნე­ბის სა­კი­თხი. მა­სობ­რი­ვი გა­მოს­ვლე­ბი, მთავ­რო­ბის გა­დად­გო­მა და რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი. მხო­ლოდ ეს უნდა იყოს თა­ვი­სუფ­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი ხალ­ხის პა­სუ­ხი!!!"

ხათუნა ხოფერია, ყოფილი პარლამენტარი: "დიახ, გასაბჭოების 100 წლის თავზე საქართველომ სილა გააწნა სამშობლოს მოღალატეებს! ქართული მიწის გამყიდველებს! დედის და ტრადიციების შემგინებლებს!"

ლადო სადღობელაშვილი, სამოქალაქო აქტივისტი: "სპეცოპერაცია დაიგეგმა და შესრულდა უმაღლეს დონეზე! ისე, რომ ნაცებს თმის ღერიც კი არ ჩამოვარდნიათ! უსისხლოდ! ყველა ნორმის, სტანდარტის და კონვენციის დაცვით!
- ეს იყო პროფესიონალიზმის დემონსტრირება! მე დარწმუნებული ვარ დასავლეთის ყველაზე დემოკრატიულ და ლიბერალურ ქვეყნებსაც კი შეშურდებათ!
- ერთი წამით წარმოიდგინეთ ეს რომ ნაცების დროს ყოფილიყო რა მოხდებოდა?! გახსოვთ 7 ნოემბერი? 2009 წლის გაზაფხულის პერიოდი და საკნების ქალაქი? გახსოვთ 26 მაისი?! დალეწილი ეკლესიები გახსოვთ?! ხმას როგორ იღებთ თქვე გოშიებო?!
- კიდევ ერთხელ დიდი მადლობა შსს! მადლობა პრემიერს! მადლობა შსს-ს მინისტრს!"

ზურაბ ჯაფარიძე, "გირჩი მეტი თავისუფლებისთვის" ლიდერი: "ის რაც ახლა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან ხდება, არის დიქტატურის გაფორმება.
დავემშვიდობეთ ნატოს და ევროკავშირს დიდი ხნით. არ არის ეგ ინსტიტუტები მონებისთვის. ან გავაჯმევინებთ ამათ, ან საკუთარ შვილებს ვერ ჩავხედავთ თვალებში"

ირაკლი ლატარია, ანალიტიკოსი: "არა მსხვერპლი, არა გვამი, არა პანიკა - გომელაური".

შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია, სამართალდამცავებმა 23 თებერვალს, დილით დააკავეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა