თეგებით ძიება

ამ მომენტში გათავისუფლებას არ ველოდი.. ჯერ ცოტა შოკში ვარ - გიორგი შანიძის პირველი კომენტარი

პრეზიდენტის მიერ შეწყალებულმა გიორგი შანიძემ გლდანის ციხე რამდენიმე წუთის წინ დატოვა - რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტი "პირველებთან" აცხადებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მისთვის 4-წლიანი პატიმრობის დაკისრება "პოლიტიკურმა სარჩულმა" განაპირობა.

პირველ რიგში, მადლობა. ძალიან მოულოდნელი იყო. ამ მომენტში გათავისუფლებას არ ველოდი. მიხარია. ჯერ ცოტა შოკში ვარ. დავისაჯე იმისთვის, რომ აქციებთან დაკავშირებული ვიყავი და პოლიტიკური სარჩული ჰქონდა ამ ყველაფერს. რომ არა ეს პოლიტიკური ფონი, გინდაც იმ ერთი მუხლით, ან მეორეთი, სავარაუდოდ, პირობითით ან ჯარიმით დამტოვებდნენ. იმის გამო, რომ პოლიტიკური ელფერი სდევდა და მე ოპოზიციის მხარეს ვირჩევ, ამის გამო დავისაჯე და მაგიტომ მომიშალეს ოთხი წელი.

ეს ამათი მეთოდებია და ყოველთვის ეგრე იქცევიან. თითქმის ყველა მასშტაბურ აქციაზე ადმინისტრაციული წესით დავუჭერივარ ადრე. არ გამიგია, რომ პრეზიდენტმა გამათავისუფლა. ამას ველოდი, რომ შემიწყალებდა, მაგრამ საკანში მითხრეს 10 წუთის წინ, რომ თავისუფალი ხარო.

სათქმელი ის არის, რომ მისი მხრიდან სწორი პოზიცია არის. მხარდაჭერა იგრძნობა და ისტორიის სწორ მხარეს დგას.", - ამბობს გიორგი შანიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა