პოლიტიკური სიყვარული ქორწინებით ვერ დაგვირგვინდა. ნათესავები ჩარეულან ცუდად - რატი ბრეგაძე ხაზარაძე-გახარიას გაერთიანების მცდელობაზე
პოლიტიკური სიყვარული ქორწინებით ვერ დაგვირგვინდა. ნათესავები ჩარეულან ცუდად და ამიტომ გადანახულებითა და ნიშნობით დასრულდა კოალიციური გატაცება, - ასე ეხმიანება პარტია „საქართველოსთვის“და „ლელოს“ არშემდგარ შეთანხმებას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე.
„ნიშნობის საჩუქრები უკან არ ბრუნდება. არადა ანაკლიის აფერის თანხაც დასაბრუნებელია სახელმწიფოსთვის და ახლა პაემანზე დახარჯული თანხების გაპროცენტებაზე მიდის გამალებული მუშაობა. მომავლის იმედით და ერთად გატარებული შეხვედრების პატივისცემით პროცენტი დაბალი იქნებაო“, - წერს რატი ბრეგაძე.
პარტია „საქართველოსთვის“ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ამ ეტაპზე „ლელოსთან“ შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.