"20 ივნისს ამორჩევით ესროდნენ ჟურნალისტებს... ჩემზე თავდასხმაც ხელისუფლების განცხადებების პირდაპირი შედეგია"- ვახო სანაია
ვახო სანაია მასზე განხორციელებული თავდასხმის წახალისებად კრიტიკული მედიის მისამართით ხელისუფლების განცხადებებს ასახელებს.
"კრიტიკული მედიის მიმართ ხელისუფლების განცხადებების პირდაპირი შედეგია ეს... მე გავიხსენე, 20 ივნისს როგორ ამორჩევით ესროდნენ ჟურნალისტებს, ეს ამის გაგრძელებაა. ხელისუფლებას ჰგონია, რომ ისინი ჰაერში ისვრიან სიტყვებს, მაგრამ ასე არ არის - მთელი ის ტროლებისა და ბოტების ქარხანა, რომელიც სიძულვილს თესავს, ამათზე |თავდამსხმელებზე| პირდაპირ აისახება, მათთვის პირდაპირი გზავნილია, როგორ უნდა მოიქცნენ. ხელისუფლებას ჰგონია, რომ კრიტიკული მედიის მიმართ რასაც უნდათ, იმას იტყვიან და ეს უბრალოდ, სიტყვებია, მაგრამ ასე არ არის", -განაცხადა ვახო სანაიამ "მთავართან" ექსპერტიზის დასრულების შემდეგ.
წყარო:newposts.ge