თეგებით ძიება

ჩემთვის შობა იწყება 25 დეკემბერს.. ერთიანი ევროპული საქართველოს შობას გისურვებთ ყველას - ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სციალურ ქსელში წერს:

ჩემთვის შობა იწყება 25 დეკემბერს და სრულდება 7 იანვარს ვინც ჩემსავით ხართ და ვინც ჩემსავით არ ხართ, მთელი ორი კვირა ყოველდღე გილოცავთ კაცობრიობის უმშვენიერეს და ქრისტიანობის ყველაზე ლამაზ დღესასწაულს - ადამიანთა შორის ღმერთის დაბადებას დედამიწაზე.  

ერთიანი ევროპული საქართველოს შობას გისურვებთ ყველას. 

ამსტერდამიდან დავბრუნდი და კვლავ ვადასტურებ - სწორ გზას ადგანან ევროპელები, უხვად სწყალობს ღმერთი მათ გონიერებას და შრომის უნარს, მათ სიყვარულის და ზრუნვის უნარს თავიანთი სამშობლოს მიმართ და რაც მთავარია - "გიყვარდეს მოყვასი შენი" დღეს სწორედ ევროპაშია ყველაზე მეტად და სწორად გაგებული, სადაც ადამიანის პატივისცემა მთავარი ღირებულებაა და ნებისმიერი ადამიანის უფლების დაცვას მთელ პლანეტაზე ყველაზე მეტად ცდილობენ - წერს ნათია ფანჯიკიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა