თეგებით ძიება

არ შემეშინდება ამ სამწუხარო ინციდენტისთვის ბოდიშის მოხდა - ნინო ბურჯანაძემ, ე.წ გავრილოვის მოვლენების გამო, რუს პოლიტიკოსს ბოდიში მოუხადა

ნინო ბურჯანაძემ, ე.წ გავრილოვის მოვლენების გამო, რუს პოლიტიკოსს ბოდიში მოუხადა.

ტელეკომპანია “პოსტვ”-ი აუდიოჩანაწერს აქვეყნებს, რომელშიც "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელს კონსტანტინ კოსაჩოვს თბილისში განვითარებული, ე.წ. გავრილოვის მოვლენების გამო ბოდიშს უხდის.

ბურჯანაძე კოსაჩოვთან საუბარში წუხილს გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ ის, რაც 20 ივნისს გავრილოვთან დაკავშირებით თბილისში მოხდა, ქართველი ხალხის ღირსების და ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფაა. ნინო ბურჯანაძის ბოდიშს კონსტანტინ კოსაჩოვი საუბრის ბოლოს მადლობით პასუხობს.

ცნობისთვის, 2019 წლის დეკემბერში, ნინო ბურჯანაძე და მისი ვაჟი ანზორ ბიწაძე რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელს კონსტანტინ კოსაჩოვს მოსკოვში შეხვდნენ. აღნიშნული აუდიოჩანაწერი რუსულმა სააგენტო „ტასმა“ 2019 წლის 6 დეკემბერს გამოაქვეყნა.

კოსაჩოვი: თქვენ ალბათ იცით, რომ რუსეთშიც ქართული პოლიტიკის ზოგიერთი მოვლენა მტკივნეულ რეაქციას იწვევს. ჩვენ გვახსოვს პროვოკაცია, რომელიც მოხდა მართლმადიდებლობის ასამბლეის დროს საქართველოს პარლამენტში.

ბურჯანაძე: მე არ შემეშინდება ამ აბსოლუტურად სამწუხარო ინციდენტისთვის ბოდიშის მოხდა. ბოდიში, რომ შეგაწყვეტინეთ, მაგრამ არ დაგამთავრებინებთ, სანამ ბოდიშს არ მოგიხდით. მე ვთვლი, რომ პირველ რიგში, ეს ქართველი ხალხის, ქართული სახემწიფოს შეურაცხყოფაა. და თითოეულმა ჩვენთაგანმა, როგორც ნორმალურმა ადამინებმა, ეს განვიცადეთ როგორც ჩვენი შეურაცხყოფა, როგორც ჩვენი ღირსების შეურაცხყოფა. მე მინდა, რომ თქვენ ეს იცოდეთ.

​კოსაჩოვი: დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის. დარწმუნებული ვარ, მზად ხართ იგივე თქვათ იმ ამაზრზენ ინცინდენტზე, რომელიც მოხდა ქართულ ტელევიზიებში, როცა რუსეთს და მის ხელმძღვანელებს შეურაცხყოფა მიაყენეს. ჩვენ ვცდილობთ ემოციებში არ ჩავვარდეთ. ჩვენ მკაფიოდ გვესმის, რომ პოლიტიკურ მარგინალთა ქმედებები არ წარმოადგენს ქართველ ხალხს. არ წარმოადგენენ იმ განწყობებს, რომელიც არის ქართულ საზოგადოებაში.

აუდიოჩანაწერს "ტასს"-ი ავრცელებს

https://tass.ru/mezhdunarodnaya-panorama/7282309


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა