ომი გინდოდათ, მიიღებთ ომს - ვის მიმართავს ექიმი ზაზა თელია
ექიმი ზაზა თელია სოციალურ ქსელში წერს:
„რამდენიმე წუთის წინ სერიოზული, ორკესტრირებული „თავდასხმა” მოხდა ჩემს ერთ-ერთ სამედიცინო ინფორმაციაზე, რასაც შემდეგ მოჰყვა ჩემი ოჯახის წევრების შეურაცხყოფა.
ერთი რამე იცოდეთ, შეიძლება ბევრი რამე მოვითმინო, მაგრამ ჩემი ოჯახის წევრების შეურაცხყოფას არავის არ ვაპატიებ. ომი გინდოდათ?? ხოდა მიიღებთ ომს.
გაორმაგებული ძალებით ვაგრძელებთ Fake-წამლების და დანამატების გამოვლენას ისევ და ისევ ამ ბედკრული ერის ჯანმრთელობის დაცვისა და ჯიბეების დაზოგვის მიზნით“, – წერს ექიმი.