"ახლო მომავალში ვაქცინა არ იქნება, თუ ამერიკას ან ევროპას არ შევეცოდეთ ძალიან და არ გვაჩუქეს" - ნინო ჯანგირაშვილი
ახლო მომავალში ვაქცინა არ იქნება, თუ ამერიკას ან ევროპას არ შევეცოდეთ ძალიან და არ გვაჩუქეს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი წერს.
"დიდი ხნის წინ დავიწყე ვაქცინაზე წივილ–კივილი, და დიდი ხნის წინ მივხვდი, რომ ესენი ვაქცინას ვერ შემოიტანენ, არ შემოიტანენ, არ უნდათ, არ შეუძლიათ. შეეშვით. ახლო მომავალში ვაქცინა არ იქნება, თუ ამერიკას ან ევროპას არ შევეცოდეთ ძალიან და არ გვაჩუქეს. და ისიც საეჭვოა, შეძლებენ თუ არა ესენი იმ ნაჩუქარი ვაქცინის ადმინისტრირებას. ზაფხულში ბაზარი გაჯერდება და იქნებ კერძო სექტორმა ქნას რამე. მანამდე ნიღაბი და დისტანცია. მეტი არაფერი არ გვიშველის. ეს არის რაც არის. უკვე სასაცილოა ამ ხელისუფლებას რამე მოთხოვო", - წერს ჯანგირაშვილი ფეისბუქზე.