თეგებით ძიება

"Sos!!! დედა მოუკლეს...ძალიან პატარები და ცოდოები არიან! " - ინგა გრიგოლია

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია, სოციალურ ქსელში წერს, რომ რაჭაში ორი ბელი იპოვეს.

"Sos!!! გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, სასწრაფოდ, ორი პატარა დათვის ბელია გადასარჩენი!!! რომლებიც რაჭაში იპოვეს, როგორც ჩანს, დედა მოუკლეს. თვალები ახალი ახელილი, სრულიად უმწეოები არიან. მპოვნელი გარემოს დაცვას დაუკავშირდა და ამცნო ამ ბელების შესახებ. მათაც აქტი გააფორმეს და ბელები დაუტოვეს ,რადგან ვერსად წავიყვანოთო. ეს კაცი კი უმტკიცებდა რომ თბილისში არსებობს თავშესაფარიო,მაგრამ ესენი გონზე არ იყვნენ და გარემოს დაცვამ უარი განაცხადა ამ ბელების თბილისში,თავშესაფარში ჩამოყვანაზე რადგან გადაივსება თავშესაფარი და რაც გვყავს ,იმას უნდა მივხედოთო.... ამიტომ, როგორც მიყვებიან,გადაწყვეტილება მიიღეს, ეს ახალთვალებ ახელილი ბელები ხვალ წაიყვანონ და ტყეში დაყარონ.. მიიღეთ ზომები! გადაარჩინეთ პატარა ბელები!!! ამისთვის თქვენ ბიუჯეტში თანხა გაქვთ და ვალდებულება გაქვთ!! ძალიან პატარები და ცოდოები არიან", - წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.

[flash=425,264]

Sos!!! გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო , გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი , სასწრაფოდ,ორი...Posted by ინგა გრიგოლია on ორშაბათი, 01 მარტი, 2021

[/flash]


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა